ალექსიშვილი ალექსი გივის ძე
ალექსიშვილი ალექსი გივის ძე

ალექსიშვილი ალექსი გივის ძე (21.II.1974, თბილისი), ეკონომისტი და პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალობით (1995). სწავლობდა დიუკის უნ-ტში (აშშ, 2002-2003). მუშაობდა თბილ. ეკონ. ურთიერთობათა ინ-ტში (1996–1999 ). პარალელურად იყო საქართვ. პარლამ. მთ. სპეციალისტი; საქართვ. პარლამ. თავ-რის თანაშემწე (1999–2001);  საქართვ. ახალგაზრდა ეკონ. ასოციაციის თავ-რე (1994–2001). მუშაობდა საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილედ (2001-2002). იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე (2004); საქართვ. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონსულტანტი;  საქართვ. ეკონ. განვითარების მინისტრი (2004); საქართვ. ფინანსთა მინისტრი (2005-2007). არის  საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი.